|
2016-06-30 10:30:27, 1012 ნახვა
სამართალი
პრემიერმა დავალება გასცა, ბიზნესმენის მიერ ყურძნის თანხის შესაძლო მითვისების ფაქტი უმოკლეს დროში გამოიძიონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიზნესმენის მიერ, შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხის შესაძლო მითვისების ფაქტი მოიკვლიოს. კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გამოიძიონ: „ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში და მანავში, რამდენადაც ვიცი, შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, ყოველ შემთხვევაში არ არის მისული ადრესატამდე, რამდენადც ჩემთვის ცნობილია და მინდოდა,რომ სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის მეთხოვა მაქსიმალურად მოიკვლიოთ.თუ საჭირო იქნება ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები იმიტომ, რომ როდესაც სახელმწიფო სამკაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, რომ ჩვენ დავასუფსიდიროთ ყურძნის ჩაბარება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა, არის განხილვადი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას თქმით, საუბარია 50-ზე მეტ მევენახეზე და ჯამში დაახლოებით, 200 000 ლარზე: „საბოლოო ჯამში იყო გამოძიება და შესაბამისად არ გააჩნია ამ კომპანიას ის აქტივები, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ადამიანებს და თქვენს დავალებას მივიღებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რაღაცა გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს ის ზარალი, რაზეც დღეს არის საუბარი. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია. იყო რამოდენიმე შემთხვევა”,-განაცხადა ოთარ დანელიამ. „სამწუხარო არა, ამაზრზენი ფაქტია პირდაპირ იმიტომ, რომ ეს არის იმ ადამიანების ფულის მითვისება, ვინც ფქტობრივად, ამაზეა დამოკიდებული შემდეგ მთელი წელი. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოკლე დროში მოხდეს ამ საკითხის განხილვა“,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)