|
2016-06-29 14:05:57, 923 ნახვა
სამხედრო
ბესიკ ალადაშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ტერაქტების საფრთხის გააქტიურების ნიშნები არ ჩანს
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ბესიკ ალადაშვილის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოში ტერორიზმის საფრთხის აშკარა ნიშნები არ არსებობს. როგორც ალადაშვილმა "ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ტერაქტებს თურქეთში სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, საქართველოს კი, ამ კუთხით ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება. "ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ტერაქტების საფრთხის გააქტიურების აშკარა ნიშნები არ ჩანს. ტერაქტებს თურქეთში სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს. საბედნიეროდ, საქართველო ჯერჯერობით არ არის იმ ახლო წრეში, სადაც ტერაქტების საფრთხეა მოსალოდნელი. თუმცა, ეს იმაას არ ნიშნავს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები მზად არ უნდა იყვნენ", - აღნიშნა ალადაშვილმა. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, უსაფრთხოების კუთხით, ქვეყნის რესურსების 40-50% -ა გამოყენებული და კარგი იქნება თუ სამომავლოდ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. „ტერორიზმი არ არის უბრალო კრიმინალი და აქ სხვა მომზადებაა საჭირო“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)