|
2016-06-29 11:16:34, 1474 ნახვა
მსოფლიო
პან გი მუნმა მსოფლიო ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მსოფლიო ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სტამბოლში განხორციელებული თავდასხმების სერია დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას მიუსამძიმრა. “გაერო-ს გენერალური მდივანი მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, რომელიც საფრთხეებს უპირისპირდება, და ხაზს უსვამს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას”, - ნათქავმია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში. ამასთან, პან გი მუნმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ტერაქტებთან კავშირში მყოფ პირებს გამოავლენს. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს. მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)