|
2016-06-28 14:22:44, 731 ნახვა
სამხედრო
სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში (PFP), სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველებთან ერთად სამთო მომზადებას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, აშშ, თურქეთი, უნგრეთი, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, შვედეთი და უკრაინა - სამხედრო მოსამსახურეები გადიან. სამი კვირის განმავლობაში კურსში მონაწილე 33 სამხედრო ისეთ სამთო უნარ-ჩვევებს შეისწავლის, როგორიცაა სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, ორიენტირება ადგილმდებარეობაზე, მარშრუტების დაგეგმვა რუკაზე, გადაადგილება კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენა და ევაკუაციის ორგანიზება. სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებს გაეცნობიან. მათ ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის გაცნობა და კლდიდან დაშვება მოუწევთ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავს. კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები კომპლექსურ და ფიზიკურ ტესტებს ჩააბარებენ, რაც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და გადაადგილება 12 კმ.+1200მ-ზე ასვლას ითვალისწინებს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ. სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 15 ივლისს დასრულდება.
NS
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)