|
2016-06-24 17:33:59, 1296 ნახვა
მსოფლიო
მერკელი საზოგადოებას ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით სიმშვიდისკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილების გამო წუხს, - ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ანგელა მერკელი საზოგადოებას დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით სიმშვიდისკენ მოუწოდებს. კანცლერმა განმარტა, რომ გლობალიზირებულ სამყაროში სახელმწიფოებს გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდებათ. მერკელის თქმით, გერმანიას ევროკავშირის წარმატებაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელმა ევროპელ ლიდერებს მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. BBC-ის ინფორმაციით, 27 ივნისს ბერლინში გერმანიის კანცლერი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს მატეო რენცის შეხვდება და მათთან ერთად მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს. ცნობისთის, აღნიშნული განცხადება გერმანიის ლიდერმა მინისტრთა კაბინეტის წევრბთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)