|
2016-06-24 14:54:08, 1401 ნახვა
მსოფლიო
მაიკლ ფელონი: დიდი ბრიტანეთი ნატო-ში დარჩება
დიდი ბრიტანეთი ნატო-ში დარჩება, დასავლეთის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას გააგრძელებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად „ბრექსითისა“, დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იქნება. მაიკლ ფელონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით კეთილშობილურია. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)