|
2016-06-24 12:07:55, 1367 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: ის, რაც არ გკლავს, უფრო გაძლიერებს
მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის გარეშე ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართება, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ბრიუსელი დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის სხვა შედეგებს ელოდა, თუმცა ნეგატიური სცენარისთვის მზად არის. “მე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შევთავაზე, გავმართოთ 27 ქვეყნის არაფორმალური შეხვედრა 28-29 ივნისს დაგეგმლი ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომ სამომავლო მოქმედებები განვიხილოთ. ბრიუსელი დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის სხვა შედეგებს ელოდა, თუმცა ნეგატიური სცენარისთვის მზად არის. ბოლო წლები ყველაზე რთული იყო ევროკავშირის ისტორიაში, თუმცა მე ყოველთვის მახსოვს ის, რასაც ბავშვობაში მამა მეუბნებოდა - “ის, რაც არ გკლავს, უფრო გაძლიერებს”, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)