|
2016-06-22 15:55:23, 1104 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, სოციალურ ქსელებში დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ჩასაფრებულის პოზიციიდან დაკვირვებას, თუ რას მოიმოქმედებს პოლიცია, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლო დანაშაულის შესახებ შეატყობინონ. "მსურს, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ სოციალურ ქსელებში დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ჩასაფრებულის პოზიციიდან დაკვირვებას, თუ რას მოიმოქმედებს პოლიცია, ვფიქრობ, აჯობებს, რომ ყველამ მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი და შეატყობინოს სამართალდამცავ უწყებებს შესაძლო დანაშაულის შესახებ. ჩვენ, პოლიცია, უფრო ეფექტურად, უფრო ხარისხიანად და უფრო ოპერატიულად შევძლებთ ასეთ გარემოებებზე რეაგირებას",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, დავით გერლიანი დააკავეს. მას ბრალი 48 საათის განმავლობაში წარედგინება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)