|
2015-02-28 18:47:39, 721 ნახვა
საზოგადოება
გიგა ჭიკაძემ ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასი ჩაატარა
მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჭიკაძემ, დამწყები ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასი გამართა. კიკბოქსინგში ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, სემინარი სპორტის ორ სახეობაში - კიკბოქსინგში და ტაილანდულ კრივში ოცამდე 8-დან 25 წლამდე ასაკის სპორტსმენებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში ჩაუტარა. „საქართველოში დროებით ვიმყოფები, გადავწყვიტე ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. იდეის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს დამწყებმა სპორტსმენებმა. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს: „რომპეტროლს“ და „ივერიაბეთს“, რომლებიც ჩემი ინიციატივის მხარდამჭერები და ამასთან ერთად ჩემი სპონსორებიც არიან“, - განაცხადა გიგა ჭიკაძემ. ახალგაზრდა სპორტსმენების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, გიგა ჭიკაძე ანალოგიური მასტერკლასების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს. „არ დავიზარებ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველებს გავუზიარო. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობები განვითარებული არ არის. ხშირად არ ტარდება სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ვისურვებდი რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება დაეთმოს“, - განაცხადა გიგა ჭიკაძემ. რაც შეეხება გიგას სამომავლო გეგმებს, მსოფლიო ჩემპიონი 3 მარტს ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში მიემგზავრება, სადაც MMA-ს კლუბში, მსოფლიოში აღიარებულ სპორტსმენებთან ერთად ივარჯიშებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)