|
2016-06-17 16:33:06, 1353 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა ორლანდოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების გასვენებები მიმდინარეობს. ორლანდოს გეი-კლუბში დაღუპულთა გასვენებები, თითქმის ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, გუშინდელ ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრო. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მ უნდა გაამკაცროს იარაღის შედგად ჩადენილი დანაშაულებების კონტროლი. ბარაკ ობამა დაღუპულთა ოჯახის წევრებსაც შეხვდა. ახლა ოჯახის წევრები და დაღუპულების მშობლები ითხოვენ პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. თეთრი სახლის ლიდერმა კონგრესს მიმართა, მიიღონ მკაცრი ზომები, რათა უფრო კანონიერად მოხდეს იარაღის გაყიდვა, მათ შორის ისეთი იარაღებისაც, როგორც იქნა გამოყენებული ტრაგედიის დროს. ბარაკ ობამასთან ერთად, გასვენებას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენიც ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ ორლანდოს გეი-კლუბს თავს აშშ-ის მოქალაქე, წარმოშობით ავღანელი ომარ მატინი დაესხა. შეიარაღებული თავდასხმის დროს, მან 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 53 კი, დაჭრა. პოლიციამ 29 წლის მატინი ადგილზევე მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)