12:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 13:54:55, 884 ნახვა

რეგიონი
დავით სერგეენკო და ნუგზარ სურმანიძე აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

"ჩვენ ამ შეხვედრაზე საშუალება გვქონდა გაგვეზიარებიან აჭარის სამედიცინო საზოგადოების მოსაზრებები. რაც მთავარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან მივიღეთ ნათელი და მკაფიო გზავნილი, რომ ის გზა რასაც ადგას საქართველოს ჯანდაცვის სიტემა, კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვა, არის ცალსახად სწორი მიმართულება და ეს არის ქვეყნის განვითარების, მათ შორის ეკონომიკური წინსვლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა“, - აღნიშნა მინისტრმა დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე დაავადებათა პრევენცია განიხილეს.

„ქალბატონმა ჟუჟანამ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რაც აჭარაში მიმდინარეობს. ეს გახლავთ პროფილაქტიკური აცრები, რაშიც ჩვენ ნამდვილად ლიდერები ვართ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რომელიც დღეს მსოფლიოს წინაშე არსებობს, ეს გახლავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურების რეორგანიზაცია და გამოწვევბი, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობისათვის ეფექტური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და დავიცვათ მათ ჯანმრთელობას", - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ.

შეხვედრას სამედიცინო საზოგადოების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics