15:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 12:49:27, 1478 ნახვა

მსოფლიო
ბოლო ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 7 პოლიციელია

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავებულია, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

სტამბოლის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის განცხადებით, დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.

ამჟამად ქუჩა, სადაც აფეთქება მოხდა გადაკეტილია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

პასუხისმგებლობა აფეთქების ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ცნობისთვის, თურქეთში ბოლო პერიოდში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივმა მთავრობამ აფეთქებებს ტერაქტის სტატუსი მიანიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics