|
2016-06-07 11:33:36, 953 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში 15 053 106 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15 053 106 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 44%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 35,04 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. "საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 106% (1 242 523), უკრაინა - 73% (1 853 663), რუსეთი - 59% (7 560 974), ბელარუსი - 77% (262 838), ლიტვა - 46% (244 368), პოლონეთი - 30% (835 792), ესტონეთი - 17% (236 496), ყირგიზეთი - 171% (107 646), გერმანია - 31% (141 328), კანადა - 25% (77 100), დიდი ბრიტანეთი - 79% (52 126) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 7 560 974 ბოთლი; უკრაინა -1 853 663 ბოთლი; ყაზახეთი- 1 620 046 ბოთლი; ჩინეთი - 1 242 523 ბოთლი; პოლონეთი - 835 792 ბოთლი. ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 330 333 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 69%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 7,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს აღწევს. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 61,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 5 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 45,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა",-ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)