|
2016-06-07 10:58:50, 998 ნახვა
ეკონომიკა
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი 50 გადამხდელს მიენიჭა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით უკვე 50 გადამხდელი სარგებლობს. მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 13 გადამხდელს მიენიჭა. როგორც ცნობილია, მაღალმთიან რეგიონებში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, მოქმედებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლების საწარმოთათვის. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, უკვე 50-მა კომპანიამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. „აღნიშნული კომპანიების მიმართ უკვე დაიწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, რათა, რაც შეიძლება მეტი საწარმო დაფუძნდეს მაღალმთიან რეგიონებში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს შეღავათები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: ავეჯის, სამშენებლო მასალის, ღვინის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების, ბოსტნეული კულტურების, ყველისა და პურ-ფუნთუშეულის წარმოება, რძის გადამუშავება, მეფრინველეობა და სხვა. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მოპოვების შემდეგ, 10 წლის ვადით, იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახური განცხადებას, მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით. საბოლოოდ, მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე: http://mof.ge/4919
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)