|
2016-06-05 19:34:30, 1074 ნახვა
რეგიონი
პაციენტის უფლებების კვირეული გურიაში გაგრძელდება
რეგიონებში „პაციენტის უფლებების კვირეული“ გრძელდება. ამჯერად საინფორმაციო კამპანია გურიაში ჩატარდება. ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება 6 და 7 ივნისს დაგეგმილ შეხვედრებზე შეეძლება. ორშაბათს, 6 ივნისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაგეგმილ შეხვედრაზე „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ წარმომადგენლები აუდიტორიას ცხელი ხაზის ( 2 103 003 ) სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ადგილობრივებს ასევე შეეძლებათ მოისმინონ ინფორმაცია მათი, როგორც პაციენტის უფლებების შესახებ. მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ წესებსაც, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედონ სამედიცინო დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ან არადამაკმაყოფილებელი მომსახურების შემთხვევაში. ანალოგიური ტიპის შეხვედრა სამშაბათს, 7 ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთანაც გაიმართება. როგორც ცხელი ხაზის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის გაზრდა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობაა. მათივე თქმით, კლინიკებში ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 2 103 003 და მოითხოვონ სავარაუდო გადაცდომაზე სწრაფი რეაგირება მათი უფლებების დაცვის გზით. ამასთან, ცხელი ხაზის ოპერატორები ნებისმიერ დაინერესებულ პირს ამომწურავ კონსულტაციას უწევენ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე. „ცხელი ხაზი უკვე რამდენიმე წელია უწყვეტად მუშაობს და მთელი ამ დროის განმავლობაში ათასობით მოქალაქეს გაეწია კვალიფიციური მომსახურება. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მიუხედავად არაერთი საინფორმაციო რესურსისა, მოსახლეობაში პაციენტის უფლებების კუთხით ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია. ამის გამო, ხშირია გადაცდომები ამათუიმ სერვისის მიღებისას. მოქალაქეებმა კი არ იციან როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები და რომელ უწყებას მიმართონ რეაგირებისთვის. სწორედ ამიტომ, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ, საინფორმაციო კამპანია ჩაგვეტარებინა საქართველოს 5 რეგიონის 10 ქალაქში. „პაციენტის უფლებების კვირეული“ სამეგრელოს რეგიონიდან დავიწყეთ, შემდეგ იყო კახეთი და ამჯერად გურიაში ვატარებთ. კამპანია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. წლის ბოლოს კი, ეს ყველაფერი დაგვირგვინდება „პაციენტისა და ექიმის დღის“ აღნიშვნით, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის ინიციატივით. გასვლითი შეხვედრების მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის დეტალებმა - რა შეღავათები ეკუთვნით, როგორ უნდა მიიღონ თანადაფინანსება და ა.შ. ასევე აინტერესებდათ როგორ ხდება სხვადასხვა სამედიცინო პროგრამაში ჩართვა (ც ჰეპატიტი, ძუძუს კიბოს სკრინინგი და ა.შ).“,- განაცხადა „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გიორგი ხუხიამ. ოზურგეთსა და ჩოხატაურში დაგეგმილი შეხვედრების ბოლოს ადგილობრივი მოხალისეების დახმარებით ქუჩებში მსვლელობა მოეწყობა. „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ მაისურებით ახალგაზრდები საინფორმაციო ბუკლეტებს ქუჩებში მყოფ მოქალაქეებს დაურიგებენ. ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო პლაკატების განთავსებაც იგეგმება. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" უზრუნველყოფს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)