|
2016-06-03 11:46:03, 959 ნახვა
სამართალი
კორცხელის ინციდენტში მონაწილეების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც ცნობილია პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების ითხოვს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა. პროცესი 15.00 საათისთვის არის ჩანიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი 2 ივნისს წაუყენა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალი წაუყენეს იმ პირებს, რომლებიც მოგვიანებით ნებაყოფლობით გამოცხადდნენ სამინისტროში. "ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით"- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)