|
2015-02-26 18:09:55, 514 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილს ასეთი ტიპის განცხადების გავრცელება საფრანგეთიდან მოუწევს
„ერთიანო ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაშია. ჯაფარიძის თქმით, ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილს ეკისრება. „ოლიგარქი არის ისტერიკაში. მას კარგად ესმის, რომ ლარის გაუფასურებაში ისევე როგორც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მას და ის ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას. ამის მიუხედავად იმალება ურეკში სადღაც ჩირგვებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო 2 წლის განმავლობაში აბრალებდნენ მილიონ რაღაცას: დაწყებული საბურავებიდან და შპრიცების დაყრით, მაგრამ ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც მისმა ჯიბის მთავრობამ ვერ წარმოადგინა უკვე თვეებია“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, თუ ივანიშვილი სიტუაციის გამოსასწორებლად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის განხორციელებას არ დაიწყებს, მას განცხადებების გავრცელება საფრანგეთიდან მოუწევს. „ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის გამოსწორება. ივანიშვილისთვის არის უკეთესი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ გეგმის განხორციელება, თორემ სხვა შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადების გავრცელება მოუწევს საფრანგეთიდან!“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ცნობისთვის ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე“.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)