|
2016-05-31 11:12:21, 880 ნახვა
სამართალი
უფლებადამცველები: იდლიბში სავარაუდოდ რუსული ავიაციის დარტყმებს 14 ადამიანი ემსხვერპლა
ქალაქ იდლიბზე საჰაერო დარტყმების შედეგად 14 გარდაიცვალა, ათობით დაშავდა, - ამის შესახებ BBC სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, იდლიბში რამდენიმე რაიონი, მათ შორის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა. უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოდ რუსულმა ავიაციამ სულ მცირე შვიდი დარტყმა განახორციელა. უფლებადამცველების მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რუსული ავიაციის იერიშებს 2099 სამოქალაქო პირი, მათ შორის 500 ბავშვი, ემსხვერპლა. ამასთან, ორგანიზაციის მონაცემებით, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიღუპა "ისლამური სახელმწიფოს" 2270 მებრძოლი და დაჯგუფება "ალ-ნუსრას ფრონტის" 1971 მებრძოლი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)