|
2016-05-30 13:36:18, 987 ნახვა
სამართალი
ქბრბ-ს სამიტის ფარგლებში საქართველო ბირთვული მასალებისგან თავისუფალ ქვეყანად დასახელდა
წელს ქბრბ-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს გადაეცა ჯილდო და საქართველო ბირთვული მასალებისგან თავისუფალ ქვეყანად დასახელდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რადიაციული და ბირთვული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის დაცულობის თვალსაზრისით. "შესაბამისად ის კონგრესი , რომელიც საქართველოში მეორედ ტარდება, არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ სამეცნიერო წრეებისა და პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოებს შორის მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, იმ საფრთხეების პრევენციის ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს ტექნოლოგიური გაუმჯობესება, რომელიც საქართველოს აღიარებას მოუტანს. ეს არის საზღვრების დაცვა და მოქალაქეების დაცვა ბირთვული მასალებისგან", - განაცხადა ბითაძემ. ბითაძეს თქმით, საქართველო კიდევ უფრო მეტ პროგრესს სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ელის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)