|
2016-05-26 12:57:09, 777 ნახვა
სამხედრო
ქვეყნის მთავარსარდალმა წვევამდელების სამხედრო ფიცი ჩაიბარა
პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა. თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყო კახეთში - იყალთოს მონასტრის ეზო, სამეგრელოში - ნოქალაქევის ციხე სიმაგრე, სამცხე-ჯავახეთში - ვარძიის მიმდებარე ტერიტორია, იმერეთში - ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში - ბათუმის ბულვარი. დედაქალაქში წვევამდელების სამხედრო ფიცი ქვეყნის მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა. ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა. მათ შორის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა - „აბრამსი“ და „ბრედლი“. ღონისძიებაზე რეკრუტების გარდა წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები. ფიცის დადების ცერემონიალში წელს, პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის საპარშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრმა, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრმა და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრმა.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)