|
2016-05-24 11:40:33, 770 ნახვა
სამხედრო
ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები GDSC-ში მიიღებენ მონაწილეობას
ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაში“ (GDSC) მიიღებენ მონაწილეობას. ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დახვდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაიმონდ ბერგმანისი, იოზას ოლეკასი და ანე ჰანსო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ქართველ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ. „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება. საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, რომელზეც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად მიეძღვნება ნატოს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული და პარალელური სხდომების მეშვეობით, დღევანდელი უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ მწვავე გამოწვევებთან დაკავშირებით, ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ. კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)