02:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 14:34:31, 516 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცხოველეობის მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეცხოველეობის საკოლექციო ფერმა დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი კვლევით სამუშაოებს ახორციელებს ორი მიმართულებით: ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების მოძიება, აღდგენა - გაუმჯობესება და ინდუსტრიული მეცხოველეობის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფა.

უწყების ინფორმაციით, ცენტრის სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით  ძროხის ქართული მთის ჯიშის, კახური ღორის, ადგილობრივი ქათმისა და ჩალისფერი ინდაურის პოპულაციების ტიპიური ინდივიდებიმოიძიეს.

 მათ ბაზაზე შეიქმნა საკოლექციო ჯგუფები, რომლებიც თელეთის მეცხოველეობის საცდელ ფერმაშია განთავსებული. ამჟამად,მიმდინარეობს ჯგუფებში არსებული სულადობის გამრავლების და სამეურნეო-ბიოლოგიური მაჩვენებლების შესწავლის სამუშაოები.

სამომავალოდ დაგეგმილია ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების გენეტიკური ბანკის შექმნა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics