|
2016-05-22 10:43:23, 787 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების იდენტიფიცირება მიმდინარეობს
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ათობით საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი. მათ შორის არის თელავის დახურული სამხედრო ქალაქი N1, სადაც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა აღნიშნული ბინების უკანონოდ მისაკუთრების ფაქტები გამოავლინა. ჩატარებული ახსნა-განმარტებების შედეგად 36-მა უკანონოდ მცხოვრებმა ოჯახმა საკუთარი სურვილით უკვე დაცალა ბინა. ამჟამად თელავის ე.წ. ლეგიონის დასახლებაში კვლავ რჩებიან უკანონო მოსახლეები, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. თუმცა, არც ამ დრომდე და არც მომავალში არცერთი მცხოვრების იძულებით გამოსახლება არ იგეგმება. მიუხედავად მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციისა, აღსანიშნავია, რომ თელავში არ მომხდარა, არც ერთი ოჯახის გამოსახლება. კანონის შესაბამისად დაილუქა ოთხი ბინა, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდათ დაკავებული და საკუთარი ნებით დატოვეს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოსახლეობის ინტერესების დაცვას, თუმცა, ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მიყენება. საცხოვრებელი ფართის იდენტიფიცირების პროცესში, ყოველი სამხედრო მოსამსახურის ინტერესი ისევეა გასათვალისწინებელი, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეების. სწორედ, ამ ინტერესთა ბალანსითა და ყველა მხარესთან კოორდინაციით იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უგულებელყოფილი თუნდაც ერთი ადამიანის კანონიერი ინტერესი.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)