02:46 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 12:06:46, 578 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა „ახალი სკოლის“ მოსწავლეებთან ერთად დევნილთა ჩასახლება მოინახულა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს საერთაშორისო სკოლა  „ახალი სკოლის“  მოსწავლეებთან ერთად,  თბილისის ზღვაზე,   ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა. 

სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებმა სკოლაში საქველმოქმედო აქცია გამართეს და შემოსული თანხით  მრავალშვილიანი  დევნილი  ოჯახებისთვის საჩუქრები შეიძინეს.

„ახალი სკოლის“ მოსწავლეები რამდენიმე თვის განმავლობაში „დევნილი ბავშვების“ თემაზე მუშაობდნენ. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, რომელმაც მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა. 

გარდა ამისა,  მინისტრთან ერთად ესტუმრნენ დევნილთა ჩასახლებას, სადაც თანატოლების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

მოსწავლეებმა დევნილი ბავშვების თემაზე მუშაობის შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია და გამოფენა გამართეს, რაც მათთვის მე-5 კლასიდან მე-6 კლასში გადასასვლელ გამოცდას წარმოადგენდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics