|
2016-05-21 10:03:11, 990 ნახვა
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 54 პირი. „დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 85 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან - 53 პისტოლეტი, 15 ავტომატი, 5 რევოლვერი, 11 შაშხანა, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 ხელყუმბარა, 1 ამფეთქი ფალია, 250 კილოგრამი უკვამლო დენთი, 200 გრამი ტროტილი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 2355 ცალი საბრძოლო ვაზნა. კომპლექსური ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის გამოვლენას, სხვა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვიდან ამოღებას. ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა პრევენციულად აღკვეთეს მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, კანონის თანახმად, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)