|
2016-05-19 10:39:19, 742 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, მიწვეული სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების ფორმატში გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის შეხვედრაში. „შემდეგ კი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კოსტარაკოსს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ევროკავშირის ოპერაციების მიმდინარეობასა და ამ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე იმსჯელეს. ვიზიტის მეორე დღეს ნატოს ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო შტაბის უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის პარტნიორობის სხვადასხვა ფორმატში გამართულ სხდომებში და შეხვედრები ასევე გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ პაველთან, ავღანეთში ნატოს გადამწყვეტი მხარდამჭერი მისიის სარდალთან, გენერალ ნიკოლსონთან და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსებთან“,-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გუშინ დასრულდა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)