|
2016-05-18 15:06:58, 800 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ 27 მაისის ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო კამპანია ოფიციალურად გახსნა
თავდაცვის სამინისტრომ 27 მაისს იპოდრომის პარკში (ძველი იპოდრომის ტერიტორია) შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების საინფორმაციო კამპანია დღეს, ოფიციალურად გახსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება თავისი ფორმატითა და შინაარსით Social Event-ია, თუმცა, სამხედრო კომპონენტების ინტეგრირებასაც ითვალისწინებს. მათივე ცნობით, მისი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების როლისა და კომპეტენციების შესახებ საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებაა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დღეს, დავით აღმაშენებელის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, თბილისის სამოცამდე საჯარო სკოლას ამერიკული ჯავშანმანქანებით, „ჰამერებით“ესტუმრნენ. იუნკერების და ჯარისკაცების სტუმრობას სკოლებში მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. სტუმრებმა მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გააცნეს, საინფორმაციო ხასიათის ბეჭდური მასალები დაურიგეს და ღონისძიებაზე მოიწვიეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისა და სამხედრო მოსამსახურეების შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან 25 მაისამდე გაგრძელდება. 27 მაისს, 11:00 საათზე იპოდრომის პარკში საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ჯავშანტექნიკის გამოფენა, სამთო, კიბერ და სამედიცინო სწავლებები, თამაშები, სამხედრო ორკესტრების შოუ, ასევე ქართველი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საპარაშუტე შოუ და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი წარმოდგენები გაიმართება. ერთად ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)