18:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 18:45:59, 1033 ნახვა

სამართალი
დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო

საპატრიარქოსთან დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. მათ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი 14 პოლიციელის დაკითხვა მოითხოვეს.

დაკავებული 6 პირის პროცესი 20 მაისს, ხოლო ერთის - 28 მაისს გაიმართება.

ლგბტ აქტივისტების მეგობრების თქმით, დაკავებულებს არც შენობა, არც ფასადი და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დაუზიანებიათ და უკანონოდ აიყვანეს.

შეგახსენებთ, ლგბტ აქტივისტები სამართალდამცველებმა ღამით დააკავეს, როდესაც საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიასა და პუშკინის სკვერში საღებავებით ჰომოფობიის საწინააღმდეგო ლოზუნგებს წერდნენ. თავდაპირველად პოლიციაში 10 პირი გადაიყვანეს, მათგან სამი დილით გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics