13:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 12:29:54, 1298 ნახვა

მსოფლიო
ხანძარი მადრიდში - ევაკუირებულია 8 ათასი ადამიანი

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მახლობლად ძველი საბურავების უმსხვილესი ნაგავსაყრელი იწვის, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ქალაქიდან სულ მცირე 8 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, კიდევ 1 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. 

რეზინის საბურავების ნაგავსაყრელი 10 ჰექტარის ფართობის ტერიტორიას იკავებს. ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის გამო მადრიდი ტოქსიკური კვამლის ღრუბელმა დაფარა.

ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო ბრიგადა სპეციალური ტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობს.

ეკოლოგები აცხადებენ, რომ რეზინის საბურავების წვის შედეგად ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და გარემოს აზარალებს.

როგორც მედია საშუალება იუწყება, ჯერ უცნობია არის თუ არა მსხვერპლა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics