17:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 12:01:34, 909 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი: 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დავით ო., 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მელორის ბ., 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გოჩა ზ. და 1990 წელს დაბადებული დათა ფ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში, ვ.შ-ს საცხოვრებელ სახლში იმ დროს დააკავეს, როდესაც ფულს იპარავდნენ. პოლიციამ, მელორის ბ-ს პირადი ჩხრეკისას, ვ.შ-ს კუთვნილი 15225 ლარი და 740 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics