|
2016-05-06 22:17:20, 922 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნების სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 94%-ით შესრულდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიში წარუდგინა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს 321 350.0 ათას ლარს, აქედან პირველი კვარტლის გეგმა - 74 192.0 ათასი ლარია. ათვისებამ შეადგინა 69 402,7 ათასი ლარი, რაც პირველი კვარტლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში 94%-ია. მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად განიხილა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)