|
2016-05-05 10:19:09, 884 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთავრობა კიდევ სამ პროექტს დააფინანსებს
მთავრობა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ სამ პროექტს დააფინანსებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამის ფარგლებში სამი პროექტი განხორციელდება, ესენია: მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული პროექტი, დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობა: „ვაგრძელებთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროექტების დაფინანსებას. დღეს გამოგვაქვს სამი პროექტი ამ მიმართულებით, ამ პროექტის ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა და მთლიანი ინვესტიციები ამ პროექტის ფარგლებში 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7 500 ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.ეს პროექტები დიდ ნაწილში უკვე ფუნქციონირებს, ნაწილობრივ ჯერ კიდევ იმყოფება იმ ორწლიან ვადაში, როდესაც კომპანიებმა უნდა დააასრულონ საწყისი ინვესტიციები, რათა დაიწყოს ფუნქციონირება ამ კომპანიებმა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ ჩვენ გამოგვაქვს 3 პროექტი, ეს არის მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული პროექტი, რომელსაც სოფელ მარტყოფში განახორციელებს კომპანია „მარტყოფის ბაგა“.2 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული ამ კომოპნიის მხრიდან, ასევე დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატი, სადაც მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული და ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემა, ასევე სადაც გათვალისწინებულია მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობა დაახლოებით 200 000 ლარამდე ინვესტიციაა გათვალისწინებული და ჩვენ ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას გავაგრძელებთ. ვფიქრობთ, კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. მან მინისტრებს მოუწოდა, პროექტების შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ: „მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, მაქსიმალურა ჩავერთოთ ამ პროექტების თაობაზე ინფორმაციის ჩვენს საზოგადოებამდე მიტანის პროცესში. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ თითოეული ასეთი პროექტი არის იმისთვის განსაზღვრული, რომ შეიქმანას ახალი სამუშაო ადგილები და ძალიან ხშირად საჭიროა ალბათ უფრო მეტი ინფორმაციის მიტანა.მადლობა მინდა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, მან საკმაოდ კარგად, ვიზულარუად წარმაოდგინა რამოდენიმე პროექტი, სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც ძალიან სამწუხაროა, არვიცით, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ. მინდა ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალურად შევეცადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)