01:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 18:00:24, 548 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლების პრობლემებსა და მათი დაბრუნების უფლებაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების მიერ დადებითად იქნა აღქმული ის პოლიტიკა, რომელსაც სამინისტრო დევნილებთან მიმართებაში ატარებს.

მინისტრმა და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემო განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს რამდენად არის უზრუნველყოფილი როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ისე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics