|
2016-04-26 22:29:24, 842 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილესთან იოჰანეს ზინგჰამერთან და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავდაცვის პოლიტიკურ სპიკერთან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრ რაინერ არნოლდთან ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების, ნატოში ინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბუნდესტაგში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პროცესში, რომელშიც დღეს საქართველოა შესული, პოლიტიკური მხარდაჭერა გვქონდეს ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან. შევხვდით სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურ სპიკერს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს. ვფიქრობ, იმ პროცესში, რომელშიც საქართველო იმყოფება, როგორც ორმხრივ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, ისე, საერთაშორისო ფორმატებში, სადაც გერმანიის ხმა გადამწყვეტია, სწორედ იმ ტიპის სამუშაოებია საჭირო, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დავკავდით. ვესაუბრებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს იმ წრეებში, იმ საზოგადოებაში, სადაც პულტზე ხელს აჭერენ და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიდიან. დარწმუნებული ვარ, ვიზალიბერალიზაციის საკითხში, რომელიც ამ წუთას დღის წესრიგში ნომერი პირველი ამოცანაა, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ნაწილში, სულ უფრო მეტი მხარდამჭერები გვეყოლება ამ ქვეყანაში“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება. ფორუმის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენსაც შეხვდა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)