|
2016-04-26 18:20:30, 885 ნახვა
სამხედრო
გორის სამხედრო ჰოსპიტალს 8 ქვეყნის ატაშეები ესტუმრნენ
გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს 8 ქვეყნის სამხედრო ატაშეები ესტუმრნენ. თურქეთის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის აშშ-ის, ესტონეთისა და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს გიორგი მაისურაძეს შეხვდნენ. ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ ატაშეებს სამედიცინო დაწესებულების ისტორია გააცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. სტუმრებმა ინფორმაცია ჰოსპიტალში მიმდინარე პროგრამების - Interconection of Military Hospitals შესახებაც მიიღეს, რომელიც ქართველი ექიმების უცხოეთში გადამზადებას ითვალისწინებს. ასევე გაეცნენ Solar Water-heater Project - რომელსაც BP აფინანსებს, Stop C – C ჰეპატიტის დასაძლევად მიმართულ სახელმწიფო პროგრამასა და Blood Bank - სისხლის ბანკის პროგრამას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სამხედრო ატაშეები საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ექიმების მემორიალთან მივიდნენ და გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. სტუმრები, მოგვიანებით, სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებულ ექიმებსაც გაესაუბრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)