|
2015-02-22 13:42:30, 498 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი კიევში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით გიორგი მარგველაშვილი დღეს „ღირსების მარშში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლიტვის, პოლონეთის, ლატვიის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან. გიორგი მარგველაშვილი პეტრო პოროშენკოსთან და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად მიხაილოვის მოედანზე „უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების არსებობის დამადასტურებელ“ გამოფენას დაათვალიერებს, რის შემდეგაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელები „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მარშში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსს ეწვევა, სადაც სახელმწიფოთა მეთაურებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები ზვიად კვაჭანტირაძე, ზურაბ აბაშიძე და დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება. სახელმწიფოს მეთაური და დელეგაცია უკრაინის დედაქალაქს დღეს საღამოს დატოვებს. კიევში ღონისძიებები „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)