13:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 17:24:53, 859 ნახვა

სამართალი
სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

83 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის, APRANAX PLUS-ის, უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს  საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მედიკამენტი თურქეთის მოქალაქე ო.ს.-ის ბარგი ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილებას.

ანალოგიური ფაქტი „სარფში“ 23 აპრილსაც გამოვლინდა.  თურქეთის მოქალაქე ტ.ფ.-ის კუთვნილი ბარგის სკანერზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა50 აბი  ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Geralgine-k  და  21 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი NUROFEN  აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics