|
2016-04-22 17:56:37, 899 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს გუნდმა პისტოლეტიდან სროლის ტურნირში გაიმარჯვა
საქართველოს სამსახურებრივი გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო (9 მმ-იანი) იარაღიდან სროლაში ნინო სალუქვაძის სასროლეთზე საქართველოს პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა შეჯიბრებაში პირად-გუნდური პირველობა და, შესაბამისად, ტურნირის გარდამავალი თასი მოიპოვა. ტურნირისთვის, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურების გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების საუკეთესო მსროლელები შეარჩიეს. ქართველ სამხედროებს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორი, მასტერ სერჟანტი ალექსი ტაბატაძე ხელმძღვანელობდა. ტურნირში მონაწილე გუნდები პირველობისთვის ორ სახეობაში, სპორტულ (გუნდური) და ტაქტიკურ (ინდივიდუალური) სროლებში ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრებას სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა, მთავარი მსაჯის სტატუსით კი ტურნირზე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი ვახტანგ სალუქვაძე იმყოფებოდა. მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ. ტურნირში გამარჯვებული თავდაცვის სამინისტროს პირად-გუნდური შემადგენლობა ოქროს მედლებით და ჩემპიონატის თასით დაჯილდოვდა. შესაბამისი მედლები და სიგელები გადაეცათ ასევე ტაქტიკურ სროლაში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეებს: პირველი ადგილი გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის პირადი დაცვის სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორმა, სერჟანტმა გიორგი გოგოლაურმა მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა; მეორე ადგილზე გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის პირადი დაცვის სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორი, მაიორი ზურაბ მჭედლიშვილი გავიდა, ხოლო, მესამე ადგილის მფლობელი გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის პირადი დაცვის სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორი, პოლკოვნიკი ნიკა ლოლაძე გახდა. სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ ასევე მეორე ადგილზე გასული ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები. სპეციალური პრიზით და ოქროს მედლით დაჯილდოვდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 94 წლის ვეტერანი ტარას იჩქიტიძეც, რომელიც ტურნირზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. საქართველოს სამსახურებრივი გამოყენებითი სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში ტურნირი მესამედ იმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტურნირის ორგზის ჩემპიონია. შარშან თავდაცვის სამინისტრომ ტურნირზე პირველი ადგილი და ჩემპიონატის გარდამავალი თასი მოიპოვა.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)