22:20 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 11:42:25, 536 ნახვა

პოლიტიკა
კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ბოლო კვირა დაასრულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის  პოსტზე კოტე კუბლაშვილმა ბოლო სამუშაო კვირა დაასრულა.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა,  განვლილი ათი წელი რთული იყო საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისთვის.
„ეს იყო ძალიან რთული წლებია საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისათვის, მიუხედავად,  ძალიან ბევრი წარმატებისა  სასამართლო ხელისუფლების  მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ  არის სრული დამოუკიდებლობა. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ  მომავალი წლების განმავლობაში  ყველაფერი, რაც მიღწეულია და ძალიან ბევრი რამე იქნება  შენარჩუნებული. დანარჩენი ის მცირე ხარვეზები აუცილებლად იქნება აღმოფხვრილი“,-დასძინა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ  კოტე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ვადა ოფიციალურად 23 თებერვალს ეწურება. ვიდრე პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებს, თავმჯდომარის მოვალეობას ზაზა მეიშვილი შეასრულებს.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნინო გვენეტაძე წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics