23:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 12:47:14, 572 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა დედამიწის დღე აღნიშნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, დედამიწის დღე რამდენიმე ქალაქში აღინიშნა.

ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის გაიმართა ეკოლოგიის თემაზე დოკუმენტური და მხატვრული  ფილმების ჩვენება-დისკუსიები და სემინარები გარემოს დაცვის საკითხებზე; მოისმინეს ინფორმაცია ნარჩენების მართვისა და გლობალური დათბობის შესახებ; ჩატარდა გასვლითი ტრენინგები ადგილობრივ კულტურისა და დასვენების პარკებში.

22 აპრილი დედამიწის დღეა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც ყოველწლიურად მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა პროგრამები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics