|
2016-04-20 17:02:41, 561 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ კონფერენცია გაიმართება
ხვალ, 10:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ კონფერენცია გაიმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო , გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ხელშეწყობით. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებას გახსნიან ნოდარ ჯავახიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, და ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)