|
2016-04-20 12:52:19, 839 ნახვა
სამხედრო
დაბა მესტიაში ზამთრის პირობებში სამთო სწავლება გაიმართა
სვანეთში, დაბა მესტიაში ზამთრის პირობებში სამთო სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ფრანგი სამთო ექსპერტების მიერ პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო ინსტრუქტორების გადამზადებას ისახავდა მიზნად. სამთო გადამზადების ფარგლებში ქართველმა ინსტრუქტორებმა სხვადასხვა დროს შესწავლილი საკითხები დახვეწეს. მათ ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე ტექნიკურად რთულ რელიეფზე ისეთი მოქმედებების შესრულება მოუწიათ, როგორიცაა ზვავსაშიშ ფერდობებზე მარშ-გადაადგილება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და ევაკუაციის ორგანიზება სამაშველო საკაცე „U T 2000“-ის გამოყენებით, ასევე თოვლის საფარის შემოწმება შემდგომში ზვავსაშიში ფერდობის უსაფრთხოდ გადალახვისთვის, სირთულეებზე ასვლა და შემდეგ გაუკვალავ თოვლში რთულ რელიეფზე დაშვების პრაქტიკული მეცადინეობა. ქართველმა ინსტრუქტორებმა უამინდობის დროს თავის გადარჩენის მიზნით თოვლში თავშესაფრის მოწყობაც უზრუნველყვეს. ორივე მხარის შეფასებით, სწავლებამ წარმატებით ჩაიარა, რაც საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებს ნატოს პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში (PFP) კურსების უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩატარებისთვის გამოადგებათ.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)