|
2016-04-19 17:41:57, 703 ნახვა
საზოგადოება
„ვალეში“ სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებსა და თურქ მძღოლებს შორის დაპირისპირება მოხდა
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქეთის მოქალაქეებსა და სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხური წარმოშობის პირებმა თურქულ ტრაილერებს გზა გადაუკეტეს და საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ინციდენტის შემდეგ შექმნილი საცობის შემდეგ დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა გამოკითხვის ოქმები შეადგინეს, რის შემდეგაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ტერიტორია დატოვეს. ამასთან, თურქული გაზეთის „საბახის“ ინფორმაციით, სომეხმა მოქალაქეებმა ტრაილერებს ქვები დაუშინეს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს შსს-ში არ ადასტურებენ. „საბახი“ დაპირისპირების მიზეზად ეროვნულ შუღლს ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)