|
2015-02-20 14:06:32, 592 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საქართველოს კურსს ცვლილება მცირედითაც კი არ ემუქრება
„კურსს ცვლილება მცირედითაც კი არ ემუქრება, პირიქით ჩვენ ნატო-ს სტანდარტებით ვახორციელებთ ყველაფერს და ვვითარდებით“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, სკოლა „ინტელექტში“ მოსწავლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, ნატო-ს წარმომადგენლების მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება აქვს. „განვმეორდები და ვიტყვი, რომ კიდევ უფრო მეტად მოგვეცა საშუალება, ვთქვათ თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კუთხით და რა მექანიზმები გვაქვს და როგორი შემართებით ვმუშაობთ მათ შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, სადაც ძალიან მაღალი შეფასება აქვს თავად ნატო-ს წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს. შესაბამისად არაფერი მსგავსი, კურსს მცირედითაც კი ცვლილება არ ემუქრება, პირიქით ჩვენ ნატო-ს სტანდარტებით ვახორციელებთ ყველაფერს“, - განაცხადა ბაქრაძემ. რაც შეეხება აბაშიძიძე-კარასინის ფორმატს, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ფორმატი მკაფიოდაა განსაზღვრული აბაშიძე-კარასინის ფორმატი მკაფიოდაა განსაზღვრული. „აბაშიძე-კარასინის ფორმატი ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, ეს გულისხმობს კულტურას, ეკონომიკას და ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)