|
2016-04-14 14:34:54, 848 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ თავდაცვის უწყების, ასევე, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ მსხვილ კომპანიებს სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უპირატესობებზე ისაუბრა. „ქაღალდის კომუნიკაცია თანამედროვე ეპოქაში უკვე შეუძლებელია. ელექტრონული სისტემების დანერგვა იწვევს შრომისუნარიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დანერგვის კუთხით. შესაბამისად, გამოიწვევს სხვა პროდუქტების პროვოცირებას, რადგანაც უკვე შესაძლებელი იქნება შიდა ელექტრონულ სისტემაში საქმის წარმოების დაწყება. რა თქმა უნდა, პროგრამის ადაპტაციასა და უსაფრთხოების ეტაპების გავლას დრო სჭირდება, მაგრამ ეს პროცესი პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. დარწმუნებულები ვართ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პროგრამას სათანადოდ აითვისებენ და დავიწყებთ ახალ ერას, ელექტრონულად საიდუმლო საქმის წარმოების ერას“,- განაცხადა დავით ებრალიძემ. უწყების ინფორმაციით, სპეციალური საიდუმლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა „დოკუმენტუმი“ გამოცდილი და დანერგილია სხვადასხვა ევროპულ, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებში. თავდაცვის სამინისტრომ პროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიარა ჯანდაცვის სამინისტროსთან. საიდუმლო ელექტრონული დოკუმენტების პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო „პაციენტთა ელექტრონული ისტორიებისთვის“ იყენებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვის უწყება „დოკუმენტუმს“ პირველ ეტაპზე სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი მთელ შეიარაღებულ ძალებში დანერგავს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)