22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 11:36:14, 542 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG)  წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სოფლად განვითარების პროექტის ფარგლებში, იტალიის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით, სოფლად განვითარების პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებისთვის სემინარის მომზადების საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო. 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე და ყურადღება  პრიორიტეტულ მიმართულებებზე  გაამახვილა.

მინისტრის მოადგილემ  დარგის განვითარებისთვის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის,  ექსტენციის სისტემის შემუშავების, მათ შორის, მობილური ექსტენციის სერვისის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ლევან დავითაშვილმა იტალიელ სტუმრებს   სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხეო საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პოტენციალს და აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის იტალიურ მხარესთან  თანამშრომლობის მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics