|
2016-04-13 14:33:45, 558 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარებისთვის გენდერის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარებისთვის ორდღიანი ტრენინგი - „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“ - ჩატარდა. ცენტრის იფნორმაციით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გენდერის, გენდერული როლებისა და სტერეოტიების, ასევე გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის შესახებ. მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ "ქალთა გზავნილებს", რომელიც სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ქალების ჩართულობით შეიქმნა. ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ტრენინგი მიმდინარეობდა პროექტის „ქალთა გზავნილები ახალგაზრდებს“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ. ტრენინგები იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ჩატარდა. ცენტრის მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)