22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 17:24:30, 657 ნახვა

საზოგადოება
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობისთვის წინასაკვალიფიკაციო შერჩევა ჩატარდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტში, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ–იანი მონაკვეთის (პირველი და მეორე ლოტი) მშენებლობისთვის, წინასაკვალიფიკაციო შერჩევის მიზნით, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა წინადადებები წარმოადგინეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დეპარტამენტი წარმოდგენილი წინადადებებიდან,  მოთხოვნილი საკვალიფიკაციო კრიტერიუმების მიხედვით, კვალიფიციური კომპანიების მოკლე სიას შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, წინასაკვალიფიკაციო მოწვევაში მონაწილეობა  მსოფლიოს მასშტაბით  40–მდე კომპანიამ მიიღო, მათ შორის: ჰოლანდიურმა, იტალიურმა, შვეიცარიულმა, თურქულმა, ჩინურმა, აზერბაიჯანულმა და რუსულმა კომპანიებმა.
აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება, მსოფლიო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) მხარდაჭერით განხორციელდება. 
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი  მონაკვეთი, რომელიც  რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის (ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან), ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics