22:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 16:25:14, 625 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერში ხე-მცენარეები ვანდალურად გაანადგურეს

ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერში ხე-მცენარეები ვანდალურად გაანადგურეს, - ამის შესახებ ბათუმის მერიის განხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში აცხადებენ, ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.

ამასთან, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.

„დღეს გამთენიისას  შინდისის გმირების სახელობის სკვერში ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები. დაზიანებულია სკამები, სანაგვე  ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი. ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ გაიხსნა. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics