|
2016-04-11 14:19:25, 1151 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
რუსეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქება სტავროპოლის მხარეში, პოლიციის შენობასთან მოხდა. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, ორი მათგანი პოლიციის თანამშრომლებმა გაანადგურეს, მესამემ კი, თავი აიფეთქა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის პოლიციის თანამშრომლები და სამოქალაქო პირები არ არიან. ეს არ არის პირველი თავდასხმა პოლიციელებზე. სამხრეთ რუსეთში, გასულ კვირასაც მოხდა აფეთქება. შეგახსენებთ, 29 მარტს დაღესტანში აფეთქება იმ გზაზე მოხდა, რომელზეც პოლიციის კოლონა მოძრაობდა. აფეთქებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიჭრა ორი ადამიანი. 29 მარტის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)